8.8 C
Tbilisi
Saturday, November 26, 2022

თამუნა მუსერიძე: “მოსვენებას არ მოგცემს იმაზე ფიქრი, რომ გიყვარს არასწორად“

თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.

“როგორ ვიკლავთ თავს??? ოდესმე გიფიქრია იმაზე, თუ როგორ შეგიძლია ადამიანის მოკვლა იარაღის, საწამლავის და ფიზიკური მოქმედებების გარეშე? პასუხი მარტივია. ადამიანისშიგნიდანმოკვლა სრულიად შესაძლებელია. ეს შენც შეგიძლიამეცთითოეულ ჩვენგანს….

ეს საშინელი ფიქრი მაშინ იბადება, როდესაც გიყვარდება. გიყვარდება უსაზღვროდ, უკიდეგანოდ, ფიქრის და საკუთარ თავზე ზრუნვის გარეშე. ამ დროს ადამიანს შენში შემოღწევის შანსს აძლევ. აძლევ იმის უფლებას, რომ სულში გიფათუროს. მაგრამ მომავალზე არ ფიქრობ. შეიძლება სათუთად მოგექცეს და გრძნობას გრძნობითვე უპასუხოსმაგრამ თუ ასე არ მოხდა, მტკივნეული იქნებაძალიან მტკივნეული. სამწუხარო ის არის, რომ ამ დროს საკუთარ თავს ვერ შველი, ფიზიკურად არ გამოგდის, ვერც ახლობლები გეხმარებიან. მოკლედ გამოსავალი არ არის. ან ანალოგიური გრძნობით გპასუხობენან ნელნელა თავის მოკვლას იწყებ. შიგნიდან კვდები მაშინ, როდესაც სულ ტყუილად ელოდები ესემესს, ზარს, კარში გასაღების ხმას. შემდეგი ეტაპი საკუთარი თავის დადანაშაულებაა. იქნებ რამე ეწყინა? იქნებ მე დავაშავე? საბოლოოდ მაინც დავიწყებას დაიწყებ. ტირილით, სასმელით, მეგობრებთან ფსევდოგართობით, სიბნელეში მარტო ჯდომით, წოლით, სიჩუმით. მერე კარგად გახდებიმაგრამ ცოტა ხნით….. მოსვენებას არ მოგცემს იმაზე ფიქრირომ გიყვარს, გიყვარს არასწორად. გიყვარს ის, ვინც არ უნდა გიყვარდეს. ზუსტად ამ დროს ხვდები, რომ შინაგანად მკვდარი ხარ. აი ასე იკლავ თავს!!! არასწორად შერჩეული ადამიანის გულისთვის. გკლავს ის გრძნობა, რომელიც სიცოცხლის მიზეზს გაძლევდა. გკლავს ის, ვის გამოც ცოცხლობდი

ორი გზა რჩება: ერთნი ფრენას ირჩევენ. სხვები გულს ნაკუწნაკუწ აწებებენ და ხვდებიანრომ ეს ყველაფერი ღირდა. “ისკი არ ღირდა, არამედ ის, რომ თავიდან დაიბადე და რომ ახალიმეწინაზე უკეთესი იქნება“ – წერს მუსერიძე.

 

Latest Posts

ბოლო სიახლეები