8.8 C
Tbilisi
Saturday, November 26, 2022

ნუცა ბუზალაძე: „საკუთარ თავს ვეუბნები, რომ არავინ შემიყვარდეს!..“

ნუცა ბუზალაძეს „ჰარდ როკ კაფეში“ შევხვდით, სადაც სასიამოვნო გარემოში მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ. ვისაუბრეთ როგორც საახალწლო, ასევე არასაახალწლო გეგმებზე. მომღერალმა გაგვიმხილა ისიც, რომ ჯერჯერობით საკუთარ თავს შეყვარება აუკრძალა, რადგან კარიერაზეა ორიენტირებული. ნუცა საზღვარგარეთ აპირებს სწავლის გაგრძელებას.

როგორია შენთვის ახალი წელი?

ნუცა:

ჩემთვის ჯადოსნური დღესასწაულია. ახალი წელი რომ მიყვარს, ისე არც ერთი დღესასწაული არ მიყვარს. გარეთ რომ გავდივარ და ვგრძნობ, ესეც ძალიან მომწონს, მაგრამ თბილისში ისე ძალიან არ იგრძნობა… ყოველ ახალ წელს, რასაც ჩავიფიქრებ ხოლმე, იმ წელს აუცილებლად მიხდება. აუხდენელ და არარეალურს არაფერს ჩავიფიქრებ ხოლმე, მაქვს სურვილი, ყოველ წელს განვვითარდე და ასეც ხდება.

ძალიან მიყვარს საჩუქრები, ზოგადადაც და ახალ წელს, მით უმეტეს. ახალი წლის ღამეს არა, მეორე დღეს ვხსნით საჩუქრებს. დეიდაჩემი სტამბოლში ცხოვრობს და სულ იქ ვხვდებოდი ძირითადად ამ დღესასწაულს. იქ ჩამოგვიყალიბდა ასეთი ტრადიცია.

წინა წელს მე და ნოდიკო ახალ წელს ბენზინგასამართ სადგურზე შევხვდით, ნოდიკოს ახალი მანქანით ვიყავით და ბენზინი აღარ გვქონდა. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალიდან გავრბოდით საახალწლო კონცერტზე… ერთ ახალ წელს სტამბოლიდან მოვფრინავდი და იქ ჩავრჩი, ყველა კონცერტი გამიუქმდა, რადგან ქარბუქი იყო და ვერ გამოვფრინდით. 3 იანვარს ძლივს ჩამოვაღწიე. წელს, საირმეში ვიქნები, იქ კონცერტი მაქვს და თან, ოჯახთან ერთად დავისვენებ. იხილეთ სრულად (ფოტოები)

Latest Posts

ბოლო სიახლეები