8.8 C
Tbilisi
Saturday, November 26, 2022

Megan Fox-ი და Brian Austin Green-ი დაშორდნენ

Megan Fox-ი და Brian Austin Green-ი ოფიციალურად შორდებიან – ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ტაბლოიდი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიუხეადავად იმისა, რომ ისინი ამ დრომდე ერთად ცხოვრებენ, უკვე განქორწინების საბუთებს აწესრიგებენ და მათ საერთო ბავშვების გარდა აღარაფერი ექნებათ.

ჯერჯერობით უცნობია რატომ მიიღო ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა წყვილმა დაშორების გადაწყვეტილება, თუმცა როგორც ვარსკვლავებთან დაახლოებული პირი ამბობს მათ ერთმანეთი ყოველთვის ეყვარებათ და ბავშვებსაც ერთად გაზრდიან.

Megan Fox-მა და Brian Austin Green-მა ერთმანეთი 2004 წელს, “Hope & Faith”-ის გადაღებებზე გაიცნეს. ურთიერთობა მალევე წამოიწყეს და ორი წლის შემდეგ მათი ნიშნობაც შედგა. წყვილი ქორწილს დიდი ხნის მანძილზე არ ჩქარობდა და არც ბავშვების ყოლის სურვილი კლავდათ. 2010 წელს Fox-მა და Green-მა როგორც იქნა იქორწინეს და შვილებზე ფიქრიც დაიწყეს. ამ დროისთვის მათ ორი საერთო შვილი – 3 წლის Noah Shannon-ი და 18 თვის Bohdi Ransom-ი.

Latest Posts

ბოლო სიახლეები