8.8 C
Tbilisi
Saturday, November 26, 2022

ლიკა ლაბაძის დებიუტი ბროდვეიზე უახლოეს პერიოდში შედგება

ლიკა ლაბაძე საკუთარ პროფესიას უბრუნდება და სულ მალე  მას ბროდვეის სცენაზე ვიხილავთ. ქართველი ბალერინას და ტელეწამყვანის დებიუტი ბროდვეის სცენაზე უახლოეს პერიოდში შედგება, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ლიკამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: Back to Dance- ამჯერად ბროდვეის ყველაზე პროფესიონალებთან.

შეგახსენებთ, რომ სანამ ტელეწამყვანი გახდებოდა, ლიკა ლაბაძე ზაქარია ფალიაშვილის საბალეტო დასის ერთ-ერთი სოლისტი იყო და საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდა, თუმცა ჩინეთში მიღებული ტრავმის შემდეგ, სცენას ჩამოშორდა და ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა.

Latest Posts

ბოლო სიახლეები