8.8 C
Tbilisi
Saturday, November 26, 2022

Hello! -ს ნოემბრის ნომრის სტუმრები – „ფორტუნას“ წამყვანები გიორგი დობორჯგინიძე და ნიკა კუხალეიშვილი

Hello! -ს ნოემბრის ნომერში ცნობილმა გამოცემამ „ფორტუნას“ წამყვანები, გიორგი დობორჯგინიძე და ნიკა კუხალეიშვილი ჩაწერა.

მათი ხმები ერთმანეთში არასდროს ეშლებათ. ასეთი ნიჭიერი და გემოვნებიანია რადიო „ფორტუნას“ მსმენელი. რადიოსადგურების მენეჯერებს კი ახალი სახეების აღმოჩენის უნიკალური ნიჭი აქვთ. ნიკა კუხალეიშვილი და გიორგი დობორჯგინიძე „ფორტუნას“ დიდ ოჯახს შედარებით გვიან შეუერთდნენ, თუმცა FM 106.9-ზე საკუთარი ადგილი უკვე დიდი ხანია, იპოვეს.

რამდენად საინტერესოა ამ ჰოლდინგში მუშაობა?

გიო:

მიმაჩნია, რომ რადიოსივრცეში „ფორტუნა“ ეს არის მწვერვალი, უმაღლესი სკოლა, რომელშიც უნდა მოხვდეს ის ადამიანი, ვისაც ხალხთან ურთიერთობა და კომუნიკაცია უყვარს. დანარჩენს უკვე სამუშაო გარემო და იმ ადამიანებთან ურთიერთობა ქმნის, რომლებიც საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან.

ნიკა:

ჩემ შემთხვევაში, ჰოლდინგთან ურთიერთობა რამდენიმე მიმართულებით შედგა. რადიოწამყვანობის გარდა, ტელეკომპანია Musicbox-ში მქონდა გადაცემა „ავატარი“, რომელიც კინოს სფეროს მოიცავდა. განვიხილავდით საინტერესო კინომოვლენებს, პრემიერებს და ა.შ. რადიოშიც დაახლოებით იმავე ფორმატის გადაცემა მქონდა, თუმცა აქ ძირითადად, კინოშედევრებზე გვქონდა აქცენტი გამახვილებული. ეს იყო რუბრიკა „25-ე კადრი“. შესაბამისად, ამ ჰოლდინგში მრავალმხრივი გამოცდილება მივიღე.

„ფორტუნას“ წამყვანებთან ინტერვიუს სრული ვერსიას Hello!-ს ნოემბრის ნომერში შეგიძლიათ გაეცნოთ.

Latest Posts

ბოლო სიახლეები