8.8 C
Tbilisi
Saturday, November 26, 2022

„ძალიან ბევრ ქართველს არანაირი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ გააჩნია!..“

ტელეწამყვანი და მოდელი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში საქართელოში კორონავირუსის მეოთხე დადასტურებულ შემთხვევას ეხმაურება. მოგეხსენებათ, კორონავირუსი იტალიიდან ახლახანნ დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს აღმოაჩნდა.
გთავაზობთ ეკოს სტატუსს:

„აკრძალვის მიუხედავად, იტალიაში მაინც მიემგზავრებიან, ბევრი იტალიიდან ჩამოსული კარანტიზე საერთოდ უარს ამბობს, ზოგიერთი ვითომ სახლშია და სინამდვილეში მაღაზიებში დასეირნობს და ზოგიერთი კი, სიცხიანი თვითმფრინავში დამწევს სვამს (ნუ ეს გასაგებია), მაგრამ საზღვარზეც არ ამბობს, რომ სიცხე ჰქონდა და მალავს! 👍🏻 წყევლეთ ახლა ჩინელები. არანაირი მოქალაქობრივი პასუხისმგებლობა არ გააჩნია ძალიან ბევრ ქართველს!! “

იმავე თემაზე პოსტი დაწერა მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმაც:

1. უნდა შეწყდეს ფრენები იტალიიდან.
2. სპეცრეისით უნდა წამოიყვანონ იტალიიდან ჩვენი მოქალაქეები (ვინც წამომსვლელია) და პირდაპირ კარანტინი უნდა გაიარონ. (აეროპორტში უსიმპტომობა არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არა აქვს)
3. სხვა შემთხვევაში დაავადებულთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.“

ფოტოს ავტორი: ანა კოსტომაროვა

Latest Posts

ბოლო სიახლეები